Monday, March 12, 2012

ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მათემატიკოსები


ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მათემატიკოსები


1.   პროექტის სახელი:

“ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მათემატიკოსები”

2.    პროექტის მოკლე აღწერა:
       
მოსწავლეები შეისწავლიან ილია ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის დაარსების, მისთვის დიდი მათემატიკოსის სახელის მინიჭების, სკოლის პროფილის განსაზღვრის ისტორიას. აგრეთვე შეისწავლიან  მათემატიკაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე კურსდამთავრებულების ცხოვრების გზას სასწავლo წლების მიხედვით როგორც სკოლაში სწავლისას, ასევე სკოლის შენდეგაც. ადგენენ, მათ შორის რამდენმა აირჩია მათემატიკის სპეციალობა, სად და როგორი წარმატებით აგრძელებენ იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი 42-ე სკოლის კედლებში  პერიოდში ჩაეყარა.

3.   პროექტის სრული აღწერა:
   
მოსწავლეთა ერთი ჯგუფი იკვლევს სკოლის ისტორიას დაარსების დღიდან დღემდე. იკვლევს,  რომელი წლიდან გახდა 42-ე სკოლა ფიზიკა - მათემატიკის პროფილით მომუშავე. იგივე ჯგუფი ადგენს, ვინ იყვნენ სკოლის დირექტორები, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელები და ამავე კათედრის წევრები. რომელი პედაგოგის მოსწავლეებმა მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებებს მათემატიკის რესპუბლიკურ და საერთაშორისო  ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
       მოსწავლეები, კლასების მიხედვით, ინაწილებენ სასწავლო წლებს. შემდეგ, საარქივო მასალის დეტალური შესწავლით, ადგენენ კურსდამთავრებულთა სიებს კლასების მიხედვით. აზუსტებენ იმ მოსწავლეთა სიას, რომლებმაც თავიანთ სპეციალობად აირჩიეს მათემატიკა და ამ სიას გადასცემენ პირველი ჯგუფის წევრებს, რომელთა ხელში თავს მოიყრის თითოეული ჯგუფის კვლევის შედეგები შემდგომი დამუშავებისათვის. ეს სამუშაო შრომატევადი და საკმაოდ ძნელია. საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ  42-ე სკოლა, წლების მანძილზე, რუსულ-ქართული იყო. მის კედლებში განათლებას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობს. ამიტომ, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს უცხო ენების, კომპიუტერისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების კარგად მცოდნე მოსწავლეებისაგან, რომლებიც თავს გაართმევენ ამ მძიმე საქმეს.
         შემდგომ, მკვლევარ მოსწავლეთა ჯგუფი, ამ პროექტის კოორდინატორის ხელმძღვანელობით, შეისწავლის სკოლის კურსდამთავრებულ მათემატიკოსთა პროფესიული საქმიანობის ისტორიას, ეცნობა რომელმა კურსდამთავრებულმა სად, რომელ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო განათლება, რამდენი მათგანი მოღვაწეობს საზღვარგარეთ, რომელმა მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებებს თავის საქმიანობაში.
          ამომწურიავი და დაზუსტებლი მსალა განთავსდევბა ბლოგზე და ხელმისაწვდომი გახდება ამ საკითხით დაინტერესებული ყველა პირისათვის. სკოლის კურსდამთავრებულები საინტერეო მასალებს გაეცნობიან ყოფილი თანაკლასელების შესახებ, აღადგენენ გაწყვეტილ კავშირს როგორც სკოლასა და მასწავლებლებთან, ასევე ყოფილ თანაკლასელებტან.
         სკოლის კურსდამთავრებულ მათემატიკოსთა შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, აგრეთვე სკოლაში სწავლის პერიოდისა და ბოლო დროის ფოტოები  გამთავსდება სკოლის ვებ-გვერდზე. ამ ინფორმაციას გაეცნობიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სკოლაში შემდგომ მოსული მასწავლებლები. ადვილი გახდება წლების მიხედვით მიღწეული წარმატებების სტატისტიკური მონაცემების ერთმანეთთან შედარება, შესაბამისი დასკვნების გამოტანა და მომავალი მუშაობის ეფექტური დაგეგმვა.

4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები:

შეუზღუდავი.
(თანამშრომლობისათვის ვიწვევთ საკითხით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს)

5. ვადები/ ხანგრძლივობა:

2009წლის ივნისიდან 2018 წლის მაისანდე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

         კვლევა, ანალიზი, დისკუსია, სტატისტიკური მონაცემების სქემებისა და დიაგრამების შედგენა. მიმოწერა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებთან, ინფორმაციის მოპოვება ინტენეტის, პრესის, საარქივო მასალების საშუალებით. მოპოვებული ფოტო-მასალის განთავსება ბლოგში, სკოლის ფოტო-არქივის შექმნა და მასალის სასწავლიო წლების მიხედვით განთავსება.
სკოლის  კურსდამთავრებულ მათემატიკოსთა მისამართების, სამუშაო ადგილებისა და ელექტრონული ფოსტის განთავსება სკოლის ვებ-გვერდზე.მათი მშობლიურ სკოლასთან დაკავშირება შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისათვის, ინფორმაციის უწყვეტი შევსება ახალი მასალით. ელ-ვერსიის შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგები, მასალა, რაც შეიძლება სეიქმნას მომავალში რაც შეიძლება შეიქმნას.

მოსწავლეები შეისწავლიან თანამშრომლობას, გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან და გამოიყენებენ ახალ ტექნოლოგიებს. პასუხიმგებლობას იგრძნობენ დაკისრებული მოვალეობის მიმართ, ისწავლიან უფროსებთან, წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობას. გამოუმუშავდებათ  საქმის ქაღალდების წარმოების უნარი,

8. სარგებელი სხვებისათვის:
    
        სკოლის კურსდამთავრებულები  აღადგენენ სკოლასთან, ყოფილ თანაკლასელებთან გაწყვეტილ კავშირს. შეიძენენ ახალ  კოლეგებს, გაცვლიან ინფორმაციას,  ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, რაც ქვეყნის მატემატიკური სკოლის წარმატებულ მუშაობას სასიკეთოდ წაადგება.
       42-ე სკოლის ვებ-გვერდზე შემომსვლელი თვალნათლივ დაინახავს სკოლის მუშაობის შედეგს, მასწავლებელთა მიღწევებს, რაც  დაეხმარება არჩევანის გაკეთებისას იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ ჩვენს სკოლაში სწავლას ან შვილისა თუ ახლობლის მოყვანას. 
       პროექტზე მომუშავე სხვადასხვა კლასის,  სკოლის, ქვეყნის ახალგაზრდები  გაეცნობიან ერთმანეთს. საერთო ინტერესები, საქმე ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებას, გაეცნობიან ერთმანეთის კულტურას, ხელოვნებას, მეცნიერულ მიღწევებს. იქნებიან  კომუნიკაბელურები, ტოლერანტები, სხვა ერის კულტურის დამფასებლები.  
         პროექტში მონაწილეები ისწავლიან ახალი ტექნოლოგიებით ურთიერთობას, დაიბადება ახალი პროექტების შექმნის იდეა და მათ ურთიერთთანამშრომლობით, ჯგუფური მუშაობით, გაცილებით მცირე დროში და მეტი წარმატებით განახორციელებენ.

9.სამუშაო ენა:

ქართული

10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათემატიკასთან: კერძოდ,  ცხრილების, დიაგრამების, გრაფიკის შედგენა, მონაცემთა შედარება, პროცენტის გამოთვლა და სხვ.
ისტორიასთა:. შეისწავლიან სკოლის ისტორიას, სკოლის კურსდამთავრებულთა ცხოვრებას.
მშობლიურ ენასა და ლიტერატურასთან: საქმის ქაღალდების, წერილების, ,ნარკვევების, ბიოგრაფიების წერა.
ჟურნალისტიკასთან: საგაზეთო პუბლიკაციების, ინტერვიუს მომზადება.
უცხო ენასთან:  კავშირის დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლებთან.
გეოგრაფიასთან: გეოგრაფიული ადგილმ-დებარეობის განსაზღვრა.
ხელოვნებასტან: ფოტოხელოვნება, ვებ-გვერდის, ალბომის დიზაინი და სხვ. სტატისტიკასთან:  სტატისტიკურ მონაცემთა გაცნობა, დახარისხება, საჭირო ინფორმაციის ამოკრეფა.
ინფორმატიკასთან: კომპიუტერის და სხვა თექნოლოგიების გამოყენება, ინოვაციის გაცნობა, ათვისება და შემოქმედებითად გამოყენება.

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ანა სალაყაია.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:      asalakaia@gmail.com.

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.

ჩემი სკოლა და მისი დირექტორები:  თბილისის 43-ე საჯარო სკოლა
                                                                     ჩაიკოვსკის ქ.  13
                                                                      99 00 83



1



No comments:

Post a Comment